18-06-2020
16 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ჩიკვაიძემ შეხვედრა გამართა გაერო-ს განვითარების პროგრამის პროექტის მენეჯერთან, თიკო ტყეშელაშვილთან.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოში რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერის პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტის საჭიროებებიდან გამომდინარე პროექტების შესაძლო დაფინანსებისა და ორმხრივი თანამშრომლობის სხვა საკითხები.