19-06-2020
„ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი. მე მქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩემი ლიკვიდაცია შესაძლოა ყოფილიყო დღის წესრიგში, თუმცა მქონდა ზოგადი ინფორმაცია და მეტი არც უთქვამთ. შესაბამისად გამოძიებასთან ბევრი საუბარი არ შემიძლია, რადგან ბევრი დეტალი არ ვიცი. მხოლოდ ვიცი ის, რომ მითვალთვალებენ, რაც შეამჩნია ჩემმა დაცვამ“, - განაცხადა ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, გამოკითხვაზე შესვლამდე.
ჟურნალისტი ჩვენების მისაცემად თბილსის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ მივიდა. ის მისი მკვლელობის მომზადების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.