გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ველური ბუნების ეროვნული სააგენტო „წითელი ნუსხის“ ნაკადულის კალმახის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტს ახორციელებს

19-06-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტომ წითელი ნუსხის სახეობა „ნაკადულის კალმახის” დასავლეთ საქართველოს პოპულაციის (რიონის აუზი) 30 000 ლიფსიტა მდინარე რიცეულაში გაუშვა.


2016 წლიდან, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტს ახორციელებს.


მდინარის გათევზიანება ხდება ველური ბუნების სააგენტოსა და ენერგორესურსების კომპანია „ენერგოკორპორაციას" შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, რომელიც ყოველწლიურად მდინარე რიცეულას ზედა ღობის გათევზიანებას გულისხმობს. ველური ბუნების სააგენტომ რუცეულას შენაკადები უკვე მესამედ დაათევზიანა. სააგენტომ გაშვებული თევზების მეთვალყურეობისთვის ფოტო-ვიდეო ხაფანგები დაამონტაჟა.


საგეენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.


ნაკადულის ანუ მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია. მსგავსი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია, რის გამოც პოპულაციის ხელოვნური გამრავლება და მდინარეთა დათევზიანება ხდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930