19-06-2020
ოპიზიციამ საერთო მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა. ამ თემაზე „ლეიბორისტების“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
შალვა ნათელაშვილის თქმით, ელენე ხოშტარია ვაკეში იყრის კენჭს, ნიკა მელია - გლდანში. გიორგი ვაშაძე - ისანში. ლევან ხაბეიშვილი - სამგორში. მთაწმინდაზე - შალვა შავგულიძე.
თავად შალვა ნათელაშვილი ნაძალადევში იყრის კენჭს.
მისი განცხადებით, დიდუბე-ჩუღურეთსა და საბურთალოს ოლქებში კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.