გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: რისკი ნულამდეა დაყვანილი და ჩვენი მხრიდან არანაირი სიურპრიზი არ იქნება

19-06-2020

"საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რისკი ნულამდეა დაყვანილი და მმართველი გუნდის მხრიდან არანაირი სიურპრიზი არ იქნება", - ამის შესახებ მან "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, 8 მარტის შეთანხმების შესრულების ვალდებულება აქვს არა მხოლოდ "ქართულ ოცნებას", არამედ ოპოზიციასაც.

"8 მარტის შეთანხმების შესრულების ვალდებულება აქვს არა მხოლოდ "ქართულ ოცნებას", არამედ ოპოზიციასაც. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს, რომელიც აყენებს რაღაც მოთხოვნებს, რომლებიც შეთანხმებაში არ ყოფილა გაწერილი. შეთანხმების საგანი იყო ის, რის შესრულებასაც ზედმიწევნით და 100%-ით ვაპირებთ. დღევანდელი გადაწყვეტილება არის ამ შეთანხმების შესრულების დასტური. საბოლოო ჯამში, მე ვფიქრობ, რომ თუ რადიკალური ოპოზიცია შეუერთდება ამ პროცესს და მხარს დაუჭერს ცვლილებებს, ეს იქნება ძალიან კარგი ქართული დემოკრატიისთვის. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გვქონდა კომუნიკაცია სხვადასხვა დეპუტატთან. ის ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ცვლილებებს, კვლავ ამ აზრზე არიან. ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ცვლილებებს სჭირდება 117 ხმა, რისკი ნულამდეა დაყვანილი, არანაირი სიურპრიზი არ უნდა იყოს, თუ ის რომელიმე ოპონენტმა არ შეგვთავაზა. ჩვენი მხრიდან არანაირი სიურპრიზი არ იქნება", - განაცხადა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930