გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: როდესაც საქმე ეხება ჩვენს მოქალაქეს, ჟურნალისტს, ამ შემთხვევაში, ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო - სახელმწიფო იცავს თავის მოქალაქეებს

20-06-2020

„როდესაც საქმე ეხება ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს და უსაფრთხოებას - ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო - სახელმწიფო იცავს თავის მოქალაქეებს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე და უსაფრთხოება იყოს დაცული - ეს ეხება განურჩევლად მათ შორის, გიორგი გაბუნიასაც“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ტელეკომპანია „მთავარის“ ერთ-ერთი სახის, გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის მცდელობის საქმეს. არჩილ თალაკვაძემ კომენტარი გააკეთა იმ განცხადებაზეც, რომელიც მან ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.


„ჩემი განცხადება ეხება ნებისმიერ მოქალაქეს, ჟურნალისტს, თუ თავდასხმის მომზადების ფაქტი დადასტურდება, მათ შორის ბატონ გიორგი გაბუნიასაც. ჩემთვის აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ეს ჟურნალისტი არის ჩვენს მიმართ კრიტიკულად განწყობილი, თუ ლოიალური, იცავს ჟურნალისტურ ეთიკას თუ არა. როდესაც საქმე ეხება ჩვენს მოქალაქეს, ჟურნალისტს, მითუმეტეს ჟურნალისტის პროფესია არის ძალიან მოწყვლადი, ამ შემთხვევაში, ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო - სახელმწიფო იცავს თავის მოქალაქეებს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930