გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სერგეი გავრილოვი: საჭიროა პატარა ნაბიჯი, რომ ჩვენი ძმობა გაგრძელდეს არა კულუარებში, არამედ ღიად

20-06-2020

რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი 2019 წლის 20 ივნისი მოლენებიდან ერთი წლის თავზე განცხადებას აკეთებს. გავრილოვი წერს რომ ქართული მხარის მიერ ბოდიშის მოხდა აუცილებელია.

„ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომ გადავლახოთ ეს მძიმე სიტუაცია. მჯერა, რომ რიგირთმა მოქალაქეებმა უნდა მისცენ ჩვენთვის ახლობელი ქვეყნის, საქართველოს ხელისუფლებას შესაძლებლობა დაამყარონ წესრიგი ქვეყანაში, შეაჩერონ ისინი, ვინც შარშან აწყობდა სახელწმიფო გადატარილებას, ანტიმართლმადიდებლური, ანტიქრისტიანული და რუსოფობიური ლოზუნგებით.

ჩვენ არ მოვითხოვთ პატიებას, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ბოდიში აუცილებელია, ასამბლეის მონაწილე დეპუტატებისთვის, რუსეთისთვის და რუსეთის პრეზიდენტისთვის, რომელსაც შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს არის აუცილებელი წინაპირობა პოლიტიკური ურთიერთობის აღდგენისთვის. ასევე აუცილებელია სიმამაცე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის.

გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება იპოვის ძალას, საბოლოოდ ჩამოანგრიოს რევანშირების გეგმები, რომლებიც ქვეყნიდან გაძვებეულ ყოფილ პრეზიენტთან ერთად ცდილობენ გაანადგურონ დემოკრატია და იყოს საქართველოში ავტორიტარიზმი.

მჯერა, რომ ქართველი ხალხის ინტერესებშია, რუსეთთან ურთიერთპატივსცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენა, ჩვენ არ ველოდებით ბოდიშს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს იქნება სწორი ნაბიჯი. ბინძური პროვოკაციების მომწყობებს უნდა დაეკისროთ პასუხიმსგებლობა.

ახლა უნდა ვიფიქროთ, როგორ ავაშენოთ ურთიერთობები განათლების, კულტურის, ბიზნესის, ტურიზმის საკითხებში, ეს არის სტრატეგიული მიმართულება ჩვენი ხალხისთვის, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. ჩვენ არ გვახსოვს წყენა, ჩვენ გვახსოვს ხალხის და დეპუტატების სიტყვები, რომელსაც წარმოთქვამდნენ ჩვენ მიმართ საქართველოში. ჩვენ გვახსოვს ძალოვნები, რომლებმაც გადაარჩინეს ჩვენი სიცოცხლე. ვფიქრობ, რომ საჭიროა პატარა ნაბიჯი, რომ ჩვენი ძმობა გაგრძელდეს არა კულუარებში, არამედ ღიად“, - ნათქვემია გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.


pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031