20-06-2020
თანამედროვე გამოწვევების შესაბამიასად, დასაქმების შესაძლებლობას მთელი საქართველოს მასშტაბით 38 სახელმწიფო და 52 კერძო პროფესიული სასწავლებელი იძლევა.
ამ სასწავლებლებში, ნებისმიერი ასაკის ადამიანს, 125 მოკლევადიან მომზადება-გადამზადების და პროფესიულ პროგრამებზე სწავლის საშუალება აქვს.
სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებში სწავლა სრულიად უფასოა, კერძო კოლეჯებში კი პრიორიტეტულ პროგრამებს სახელმწიფო აფინანსებს.
განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, თამარ ქიტიაშვილის ინფორმაციით, პიროვნული განვითარება, მოქალაქეობრივი განვითრება და ჩამოყალიბება დასაქმებასთან ერთად პროფესიული სასწავლებლის პროდუქტიულობის ხარისხის განსაზღვრის სამი მნიშნელოვანი კომპონენტია.
„პროფესიული განათლება არ არის არაფრის ალტერნატივა. პროფესიული განათლებით სწავლის გაგრძელება ახალგაზრდისთვის არის საუკეთესო და ყველაზე მოქნილი გზა პროფესიაში შესასვლელად და თავის დასამკვიდრებლად.
პროფესიული განათლება დამეგობრებულია სკოლებთან. 700 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს საორიენტაციო და სასერთიფიკატო პროგრამებს ვთავაზობთ. ყოველწლიურად ფართოვდება იმ მოსწავლეების ქსელი, რომლებმაც მიიღეს სერვისი და უფრო გააზრებულად აირჩიეს პროფესია.
მომავალი წლიდან სასკოლო ხაზის განვითარება იგეგმება. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამები დაინერგება, რომელიც იმ კონკრეტული რეგიონისთვის ყველაზე აქტუალური იქნება“, - აცხადებს თამარ ქიტიაშვილი.
ასევე შემუშავებულა ჩარიცხვის ახალი მიდგომა, რომელიც ზრდის ახალგაზრდების, სოციალურად დაუცველი და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების, პროფესიულ განათლებაზე წვდომას. მათთვის საკონკურსო ქულა სპეციალური კოეფიციენტით დაანგარიშდება, ექნებათ საკონკურსო უპირატესობა, რაც გაზრდის წვდომას ამა თუ იმ პროგრამაზე.