გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უკრაინელი ჟურნალისტი: გიორგი გაბუნიას ახალ პოლიტიკურ ლიდერად ამზადებდნენ; საქართველოდან საკონტაქტო პირად ელისო კილაძე წარმოგვიდგინეს

21-06-2020

გიორგი გაბუნიას „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ პოლიტიკურ ლიდერად ამზადებდნენ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საინფორმაციო სააგენტო „უკრაინის ახალი ამბების“ (Новини України) დირექტორმა, ჟურნალისტმა ოლეგ დეინეკამ განაცხადა.

მისი თქმით, 11 თებერვალს გიორგი გაბუნიასთან და გარკვეულ ადამიანებთან ერთად იგეგმებოდა პოლონეთსა და ლიეტუვაში გამგზავრება, რათა ამ ქვეყნების პოლიტიკური საზოგადოებისთვის გიორგი გაბუნია წარედგინათ და გაეცნოთ, როგორც მომავალი პოლიტიკური ლიდერი. ოლეგ დეინეკას განმარტებით, მაშინ ამ საკითხზე დაწყებული მოლაპარაკებები კორონავირუსის გამო შექმნილი პრობლემების მიზეზით შეჩერდა.

„ჩვენ მოვისმინეთ გავრცელებული ჩანაწერი და შეიძლება ითქვას, რომ გიორგი გაბუნიას საქმე გაცილებით უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე მასზე დაგეგმილი თავდასხმის შესახებ გახდებოდა ცნობილი. 11 თებერვალს გარკვეულმა ადამიანებმა, რომლებსაც ახლა არ დავასახელებ, და დიპლომატებმა გვთხოვეს, რომ გიორგი გაბუნიასთან ერთად პოლონეთსა და ლიეტუვაში გავმგზავრებულიყავით. ეს ადამიანი ახალ პოლიტიკურ ლიდერად უნდა წარმოეჩინათ. თუმცა კორონავირუსმა კორექტივები შეიტანა და მოლაპარაკებები შეჩერდა. მაგრამ როდესაც გავრცელდა ინფორმაცია თავდასხმის შესახებ და მას მოჰყვა სააკაშვილ-ადეიშვილის ჩანაწერი, ამან კიდევ ერთხელ გაამყარა ჩვენი ეჭვები, რომ პოლონეთსა და ლიეტუვაში გამგზავრება უნდა ყოფილიყო გაბუნიას, როგორც ანტირუსული მოძრაობის ახალი ტალღის ლიდერის სარეკლამო კამპანია. შემოდგომაზე ჩვენთან, ისევე როგორც თქვენთან, არჩევნები უნდა გაიმართოს და სავარაუდოდ ოპოზიციას ეს დაგეგმილი მკვლელობა თავის სასარგებლოდ უნდა გამოეყენებინა“, - განაცხადა ოლეგ დეინეკამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930