21-06-2020
ფონდ "ღია საზოგადოების" დამფუძნებლის, ფინანსისტ ჯორჯ სოროსის განცხადებით, საქართველოს არ აქვს საკმარისი რესურსი, რომ რუსეთს დაუპირისპირდეს, მითუმეტეს, რომ ასეთი შეცდომა ერთხელ უკვე დაუშვა.
"თუ სამხედრო დაპირისპირებაზე ვსაუბრობთ, ცხადია, საქართველოს არ აქვს რესურსი, რუსეთს დაუპირისპირდეს.
ასეთი შეცდომა სააკაშვილის მიერ ერთხელ უკვე დაშვებულია. სააკაშვილი იმ პერიოდში პრეზიდენტმა ბუშმა წაახალისა. სააკაშვილს ეგონა, ამერიკა მოვიდოდა და უშველიდა, მაგრამ ცხადია, ეს ასე არ მოხდა. თუმცა, რუსეთში რეჟიმის შეცვლას შეუძლია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რეჟიმების შეცვლა მოიტანოს"-განაცხადა სოროსმა.
წყარო: გაზეთი "ახალი თაობა"
p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge-ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით