22-06-2020
19 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ჩიკვაიძემ მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსთან, თამთა ტეფნაძესთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა ორგანიზაცია "ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის" წარმომადგენლებთან - ეკა მესხრიკიძესთან და თამარ ვაწაძესთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ონის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2 მნიშვნელოვანი პროექტის კონცეფცია, რომელიც სლოვაკურ არასამთავრობო ორგანიზაციასთან - „სოსნა“ - ერთად განხორციელდება. მხარეები აგრეთვე შეთანხმდნენ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე სამომავლო თანამშრომლობაზე.
დავით ჩიკვაიძემ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ორგანიზაცია "ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასს" მუნიციპალიტეტის მასშტაბით პროექტების განსახორციელებლად.