გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: მობილობა არის ძალიან მაღალი, შესაბამისად მოქალაქეებსაც და ალბათ კომპანიებსაც მაქსიმალური პასუხისმგებლობისკენ უნდა მოვუწოდოთ

22-06-2020


 

 დღეს 2 ახალია შემთხვევა გვაქვს, გუშინ გვქონდა 8. ასე თუ ისე წყაროს ვხედავთ, თუმცა, ინფორმაციულად, რაც გროვდება მობილობა არის ძალიან მაღალი, შესაბამისად მოქალაქეებსაც და ალბათ კომპანიებსაც მაქსიმალური პასუხისმგებლობისკენ უნდა მოვუწოდოთ. რთულ პერიოდში შევდივართ, მსოფლიოში გლობალურად დღეს ციფრები, რაც ვნახე იზრდება, უკვე 9 მილიონზე მეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ვირუსის გავრცელების კონტროლის ის შედეგები, რომელიც ქვეყანას აქვს უნდა შევინარჩუნოთ.

"რეალურად ვირუსის გავრცელების ტემპი არ კლებულობს, ჩვენთან რეგიონში, მეზობელ ქვეყნებში პირიქით იზრდება და აქ ჩვენ, გაორმაგებული პასუხისმგებლობა გვმართებს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ვირუსის გავრცელების კონტროლის ის შედეგები, რომელიც გვაქვს შევინარჩუნოთ და აქ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მთავრობის, მოქალაქის და დამსაქმებლის, კომპანიების პირდაპირი პასუხისმგებლობის ზონაა და აქ ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გადავინაწილოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031