გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სერგეი ლავროვი: რუსი დიპლომატების გაძევება ვაშინგტონის ზეწოლის შედეგია

29-03-2018

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევება ვაშინგტონის ზეწოლის შედეგია.

ამის შესახებ ლავროვმა საქართველოს საგარეო უწყების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც საქართველო ქვეყნიდან შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს აძევებს.

„როდესაც ქვეყნიდან ერთ ან ორი დიპლომატს აძევებენ, თანაც ყურში ჩურჩულით უხდიან ბოდიშს იმის გამო, რომ ქვეყანას ატოვებინებენ, ესაა შედეგი იმ კოლოსური ზეწოლისა და შანტაჟის, რომელიც, სამწუხაროდ, დღემდე ვაშინგტონის მთავარი ინსტრუმენტია“- განაცხადა ლავროვმა.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ 29 ავისტოს გადაწყვეტილებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყდა, 2009 წლის 5 მარტს კი შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია გაიხსნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031