22-06-2020
„ჩვენ ორი დღის განმავლობაში არ შევხვედრივართ. ამ დროის განმავლობაში 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ერთი იყო ბოლნისი, ერთი-მარნეული. დანარჩენი შემთხვევები კი - შემოტანილი. ჯამში, ბოლო რამდენიმე ხანია, ყველა შემთხვევის წყარო ცნობილია. ეს, გარკვეულწილად, ჩვენთვის დამამშვიდებელია“ - ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტბს განუცხადა.
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 908 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.