გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საფრანგეთში მოკვდა მამალი, რომელსაც სასამართლომ ყივილის უფლება მიანიჭა

22-06-2020

მამალი მორისი, რომლის ყივილის გამოც მის პატრონს სასამართლოში უჩივლეს მოკვდა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მორისის საქმეს საფრანგეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოსამართლემ განაჩენი მორისის სასარგებლოდ გამოიტანა და ის პირველი მამალი გახდა ქვეყანაში, რომელსაც ყივილის უფლება სასამართლომ მისცა.

გაირკვა, რომ 6 წლის მორისი მაისში მოკვდა, თუმცა მისმა პატრონმა გადაწყვიტა, რომ პანდემიის ფონზე ამის შესახებ არავის ეტყვის. მისივე თქმით, ოჯახმა ახალი მამალი უკვე იყიდა და მასაც მორისი დაარქვა.

მორისის საქმე იმ სირთულეების სიმბოლო გახდა, რომლებსაც საფრანგეთში ორი სოციალური ჯგუფი აწყდება - სოფლების მკვიდრები და ისინი, ვინც ქალაქგარეთ საცხოვრებლად პენსიაზე გასვლის შემდეგ გადადის. ფრინველის სასარგებლოდ განაჩენი სასამართლომ გასული წლის სექტემბერში გამოიტანა.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031