22-06-2020
იუსტიციიის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ, საბჭო დატოვა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც დოლიძემ განმარტა, იუსტიციის საბჭო ვეღარ იქნება ასპარეზი მისი ბრძოლისთვის, რადგან მის წინააღმდეგ „ორკესტრირებული ბინძური პიარკამპანია“ დაიწყო.
„მე დავაარსე მოძრაობა ხალხისთვის, რომელის უპირველესი ამოცანაა, საჯარო დღის წესრიგში შევიტანოთ ხალხის პრობლემები, რამდენიმე დღის წინ მე ხელი მოვაწერე მემორანდუმს ახალი პლატფორმის შექმნის შესახებ, რომლის მზიანია ჩამოართვას საჯარო დღის წესრიგზე მონოპოლია ორ უმთავრეს ძალას. ამ პლატფორმის ხელმოწერის პროცესებთან დაკავშირებით, ჩემს მიმართ გამძაფრდა ორკესტირებული ბინძური PR კამპანია. ამოქმედდა სქემა 108. 108 საპარლამენტო ხმა და ბინძური პიარ კამპანიების მიზანია პირველი ყველა შესაძლებლობით არ დაუშვას საზოგადოებრივ დღის წესრიგში იმ ძალების შექმნა, რომელსაც შეუძლია ორი მთავარი პოლიტიკური ძალის დემონოპოლიზაცია“- განაცხადა ანა დოლიძემ.
ანა დოლიძემ, ალეკო ელისაშვილმა, ლევან კობერიძემ და ლევან იოსელიანმა პოლიტიკური პლატფორმის მემორანდუმს 18 ივნისს მოაწერეს ხელი.