გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი რურუას სასამართლოზე დღეს 4 პოლიციელი დაიკითხება

22-06-2020

დღეს გიორგი რურუას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. ბრალდებულის უფლებადამცველის, დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, დღეს ის პოლიციელები დაიკითხებიან, რომლებიც გიორგი რურუას დაკავების პროცესში მონაწილეობდნენ.

"დღეს დაიკითხება დაცვის მხარის 4 მოწმე. სინამდვილეში, ესენი არიან პოლიციელები, სამართალდაცავი უწყების წარმომადგენლები, რომლებიც ბრალდებამ არ გამოკითხა და არ მიიჩნია, რომ მათი მოწმეთა სიაში უნდა შესულიყო. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათი მოქმედებებით დასტურდება გიორგი რურუას უდანაშაულობა და სწორედ ამიტომ შევიყვანეთ ისინი დასაკითხ პირთა სიაში, კერძოდ, ერთ-ერთი მათგანი არის რონალდ მესხი, რომელიც იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე და რომელმაც ჩაატარა თითქოს ოპერატიული თათბირი და დავალება გასცა, რომ მოეძებნათ და დაეკავებინათ გიორგი რურუა. სწორედ ამ მიმართულებით გვექმნება კითხვები და ვფიქრობთ, რომ გამოვააშკარავებთ, რომ რეალურად, უბრალოდ, გაყალბდა დოკუმენტები,"-განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, გამოძიება გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

rustavi2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930