გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსთავში ახალი სამარხი აღმოაჩინეს

22-06-2020

რუსთავში, რუსთავის ციხის რესტავრაციის დროს, რუსთავის ისტორიული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ე.წ. ქვაყრილიანი ორმოს სამარხი აღმოაჩინა.

წინასწარი ინფორმაციით სამარხში დამარხულია ერთი მამრობითი სქესის მოზარდი, 9 სხვადასხვა ფორმის, ზომის და ორნამეტებით შემკული თიხის ჭურჭელი, ასევე შეწირული ცხოველების ნეშთები.

როგორც "ინფო რუსთავს" ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, ნაზი პაჭიკაშვილმა განუცხადა სამრხი უნდა დათარიღდეს შუა ბრინჯაოს ხანიდან გვიან ბრინჯაოს გარდამავალი ხანით, კერძოდ  ძვწ.აღ XIV-XIII-XII საუკუნის შეიძლება იყოს.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ერთ მონაკვეთზე გაგვეჭრა საკონტროლო თხრილი რათა დაგვედგინა კულტურული ფენების თანამიმდევრობა და უნდა ითქვას, რომ ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ეს თხრილი ჩვენთვის" - "ინფო რუსთავთან" საუბრისას რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, ნაზი პაჭიკაშვილმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის ციხის რესტავრაციის დროს რუსთავის ისტორიული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სამი თვის წინ XII-XIII საუკუნის ჭურჭელი და მონეტები აღმოაჩინა.

ინფორუსთავი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930