გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შემოსავლების სამსახურის საუკეთესო თანამშრომლები და სერვისცენტრები დაჯილდოვდნენ

22-06-2020

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მოქალაქეთა ეფექტიანი მომსახურებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით, მომსახურების დეპარტამენტში არსებულ სტრუქტურულ დანაყოფებში, რომლებსაც გადამხდელებისთვის სხვადასხვა სახის სერვისების გაწევა უწევთ, მომსახურების ხარისხის შეფასების კვლევა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების 16 სერვისცენტრში, 150 თანამშრომლისა და საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის 27 ოპერატორის შეფასება განხორციელდა.

აღნიშნული კვლევის შედეგად დამუშავებულ მასალებზე დაყრდნობით, საუკეთესო მომსახურების გამწევი 33 თანამშრომელი დასახელდა, ხოლო საუკეთესო სერვისცენტრის სტატუსი ისანი-სამგორის, ქუთაისისა და ფოთის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებს მიენიჭათ.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ და მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ლევან დგებუაძემ წარმატებულ თანამშრომლებსა და გამარჯვებული სერვისცენტრების ხელმძღვანელებს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

შემოსავლების სამსახური ყოველწლიურად ახორციელებს თანამშრომელთა მხრიდან გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასებას და თანაბრად ხელმისაწვდომი სერვისების მისაღებად მუდმივად ატარებს სხვადასხვა სახის კვლევებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930