22-06-2020
ამერიკელი კონგრესმენი ალექს მუნი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება.
„მოხარული ვარ, რომ საქართველო საარჩევნო სისტემის რეფორმის ერთგულია. ამ მიზნით საკონტიტუციო ცვლილებების დამტკიცება პოლიტიკურ პლურალიზმს შეუწყობს ხელს. გრძელდება რა საქართველო-ამერიკის პარტნიორობის გაძლიერება. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მოკავშირე დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ ისწრაფვის“, - წერს ამერიკელი კონგრესმენი.