გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ინდოეთში 11 წლის გოგო სისხლიანი ცრემლებით ატირდა

23-06-2020

ინდოეთში 11 წლის გოგო სისხლიანი ცრემლებით ტირის, ამის შესახებ გამოცემა Science Alert წერს. მას ექიმებმა იშვიათი დაავადება ჰემოლაკრია (ადამიანი ტირილის დროს გამოყოფს სისხლიან ცრემლს) დაუდგინეს.

გოგოს დედის ინფორმაციით, მისი შვილი მოულოდნელად სისხლიანი ცრემლებით ატირდა. შემთხვევა დღეში რამდენჯერმე ხდებოდა ორი-სამი წუთის განმავლობაში. გოგო არ უჩიოდა ტკივილს და არ ჰქონდა გაზრდილი ემოციური ფონი. ამ დრომდე მას არ ჰქონდა რამე დაავადება და ტრამვა.

ნიუ დეილიში ექიმებმა გოგო ყურადღებით გასინჯეს და ანალიზებიც აუღეს. მას ყველაფერი წესრიგში აქვს. ექიმები დაავადების გამომწვევ მიზეზს ამ დრომდე ვერ ადგენენ.

ზოგადად ჰემოლაკრია იშვიათი დაავადებაა. მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჰემოფილია ამ რანდო-ოსლერის დაავადება გახდეს. ასევე სისხლიანი ცრემლების მიზეზი შეიძლება რომელიმე მედიკამენტის მიღება გახდეს. ექიმები ამბობენ, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა ჰემოლაკრია მოულოდნელად იწყება და ასევე მოულოდნელად ქრება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031