გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა

23-06-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ (EU -ACT)" - ფარგლებში, სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახაბერ საბანაძე და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე, კატალინ გერმანი ესწრებოდნენ.

აღჭურვილობა გააუმჯობესებს ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სამინისტროს შესაძლებლობებს, რაც ხელს შეუწყობს უწყების წარმატებულ საქმიანობას.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - "ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ (EU -ACT)" საქართველოში 2017 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ქვეყნების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა მათ ეფექტიანად ებრძოლონ ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულს.

ევროკავშირი მრავალი წელია თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ახორციელებს პროგრამებსა და პროექტებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ოჯახში ძალადობა, საზღვრის ინტეგრირებული მართვა და სხვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930