წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი პიერინო პრატი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა, – დაწერა გამოცემა „ფუტბოლ იტალიამ“.
პრატის კარიერის საუკეთესო წლები „მილანში“ აქვს გატარებული. 1966-73 წლებში ამ გუნდის რიგებში მან 102 გოლი გაიტანა. 1969 წელს, მან ჩემპიონთა თასი მოაგებინა „მილანს“, როცა „აიაქსთან“ ფინალურ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა.
პრატი იტალიის ჩემპიონი იყო (1968), ორჯერ მოიგო იტალიის თასი და ერთხელ ჩემპიონთა თასი (1969). 1968 წელს, მან იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო, 1970 წელს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.
1tv.ge