გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აშშ-ის ხომალდს მასპინძლობს

23-06-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდ USS Porter-ს (DDG 7 მასპინძლობს. ვიზიტი აშშ-ისა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება.

USS Porter-ის ვიზიტი საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება. COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, გაუქმებულია საჯარო და კულტურული ღონისძიებები. შეხვედრები კი დისტანციურად, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა.

USS Porter, აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში, მრავალმხრივ მისიებში მონაწილეობს. USS Porter ხელს უწყობს შავი ზღვის რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას ევროპაში. ხომალდის მეთაურია II რანგის კაპიტანი ქრეგ ტრენტი.

ხომალდ "USS Porter"-ის საქართველოს პორტში შემოსვლამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდებმა შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს.

სწავლებაში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აილენდის კლასის 2 ხომალდი - "დიოსკურია" და "ოჩამჩირე" და აშშ-ის მეექვსე ფლოტის 2 ხომალდი: USS Porter (DDG 7 და USS Oak Hill (LSD 51). წვრთნების მიზანია საქართველოსა და აშში-ის საზღვაო დანაყოფების ურთიერთქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება. ერთობლივი წვრთნები არ ითვალისწინებდა ეკიპაჟების უშუალო კონტაქტს.

ამერიკული ხომალდების ვიზიტი საქართველოსი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-სა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში აქტიურ თანამშრომლობას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930