გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რეკრუტების ახალმა ნაკადმა საწყისი საბრძოლო მომზადება სიახლეებით დაიწყო

24-06-2020

პირველად საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიაში, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე (BCT) ჩარიცხული რეკრუტები 500 ლარის ოდენობით ანაზღაურებას მიიღებენ. აქამდე, სამთვიანი კურსის გავლა, საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვამდე, ანაზღაურების გარეშე ხდებოდა. კიდევ ერთი სიახლე, რაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის მსურველებს დახვდათ, თანამედროვე, ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების ინფრასტრუქტურაა. დღეიდან 319 რეკრუტი სამხედრო ცხოვრების პირველ ეტაპს ვაზიანში, საწყისი საბრძოლო მომზადების (CTC) ცენტრში გაივლის, საველე სწავლებები კი, ვაზიანის აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულებისას, რეკრუტები სამხედრო ფიცს დადებენ და საქართველოს თავდაცვის ძალების სრულუფლებიანი წევრები გახდებიან. 

საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში გამგზავრებამდე რეკრუტებს მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ტესტირება, თერმოსკრინინგი და შესაბამისი გამოკითხვა ჩაუტარდათ. საწყისი საბრძოლო მომზადების პირველი ეტაპი კი, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში დაიწყეს. გორში მათ სამხედრო ფორმები დაურიგდათ და ინსტრუქტაჟის შემდეგ ჯგუფებში გადანაწილდნენ. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში BCT კურსის თეორიული ნაწილი 11 დღე გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც რეკრუტებმა სამწყობრო მომზადება, ტაქტიკა, ნავიგაცია, საცეცხლე მომზადება, კავშირგაბმულობა, პირველადი სამედიცინო დახმარება და საქართველოს სამხედრო ისტორია შეისწავლეს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930