24-06-2020
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა. არსებული ინფორმაციით, დაინფიცირებული პაციენტი ყარაჯალის მკვიდრის, 63 წლის დაინფიცირებული ქალის სიძეა.
შეგახსენებთ, ყარაჯალაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ დადასტურდა. დაინფიცირებული აზერბაიჯანელი შუახნის ქალია, რომელიც სამკურნალოდ თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს.