24-06-2020
ის შედეგები, რაც საქართველომ დადო, დღეს გახლავთ სამაგალითო, როგორც რეგიონისთვის, ისე მსოფლიოსთვის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ლუგარის ლაბორატორიაში განაცხადა, სადაც დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად იმყოფებოდა.
ამირან გამყრელიძის თქმით, გიორგი გახარია გაეცნო ცენტრის მუშაობის პრინციპებს და როლს დღევანდელ პანდემიაში, თუ რას აკეთებს ცენტრი და იქ მომუშავე ადამიანები ამ მულტისექტორულ პასუხში, რასაც ქვეყანა კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ ახორციელებს.
"გავიარეთ მრავალი საკითხი, რაზეც ლუგარის ცენტრი მუშაობს - გენომის ცენტრი, პოლიომელიტის ლაბორატორია, ყვითელა-წითურასი, ჰეპატიტის რეფერალური ლაბორატორია და კიდევ ბევრი მიმართულება, რაზეც დაავადებათა კონტროლის ცენტრი მუშაობს. გიორგი გახარიამ მოინახულა გადაუდებელი დახმარების დარბაზი, სადაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მონიტორინგი, როგორც მსოფლიოში, გლობალურად, ისე ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის სიტუაციის. პრემიერ-მინისტრი შეხვდა ჩვენს თანამშრომლებს, მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი შრომისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლებისთვის ეს კიდევ დამატებითი სტიმულია, როდესაც ქვეყნის პირველი პირი აფასებს მათ შრომასა და დამსახურებას. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი გახარიას. მოგეხსენებათ, საქართველო დღეს აღიარებულია, როგორც ოაზისი, კუნძული ჩვენს რეგიონში კორონავირუსულ ინფექციასთან სამაგალითო ბრძოლის. ის შედეგები, რაც საქართველომ დადო, დღეს გახლავთ სამაგალითო, როგორც რეგიონისთვის, ისე მსოფლიოსთვის და ამაში, ძალიან დიდი დამსახურება არის სწორედ მულტისექტორული პასუხის, რომელსაც ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საკოორდინაციო საბჭო, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ყველა აღიარებს, რომ საქართველოში გადადგმული ნაბიჯები იყო დროული, სწორი და სწორედ ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ნაკლები დაზიანებით მივდივართ ამ პანდემიის პირობებში და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ერთიან მუშაობაში ჩვენ ამ ინფექციას დავძლევთ, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.