24-06-2020
"კითხვები ეხებოდა იმას, თუ როდის გავიგე გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების შესახებ და მქონდა თუ არა ინფორმაცია გიორგისგან იმის თაობაზე, რომ მას უთვალთვალებდნენ. სუსს აინტერესებდა, ჟურნალისტური გამოძიება ჩვენი ინიციატივით დავიწყეთ თუ ამის გაკეთება ვინმემ გვთხოვა. ასევე აინტერესებდათ, არის თუ არა ჩვენთან შენახული დოკუმენტები, რომლებიც მოვიპოვეთ, გვაქვს თუ არა დოკუმენტები, რომლებიც არ გაგვისაჯაროებია და ვგეგმავთ თუ არა ამ თემაზე სხვა მასალის მომზადებას. ყველა ამ კითხვაზე პასუხი არის ერთი: კანონი გვაძლევს უფლებას, ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული ყველა ინფორმაციის შესახებ ჩვენება არ მივცეთ. ჩვენ ვუთხარით, რომ როდესაც მასალა მომზადდება და ეთერში გავა, წყაროს უსაფრთხოებიდან გამომდინარე დოკუმენტები პირველადი სახით აღარ ინახება. ასევე ვუთხარით, რომ ამ თემაზე რეპორტაჟის მომზადება კიდევ იგეგმება", - ამის შესახებ "ტვ პირველის" მთავარმა პროდუსერმა ნოდარ მელაძემ სუს-ში გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მელაძე სუს-ში გამოკითხვაზე გიორგი გაბუნიას შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიბარეს.