გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გასულ წელს შობადობის მაჩვენებელი 5.8%-ით შემცირდა

30-03-2018


 

2017 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 53 293 ბავშვი შეადგინა.

ქვეყანაში 27 658 ბიჭი და 25 635 გოგო დაიბადა. შესაბამისად, ყოველ 100 ცოცხლად დაბადებულ გოგოზე დაიბადა 107.9 ბიჭი.  წინა წელთან შედარებით ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 5.8 პროცენტით შემცირდა.

2017 წელს ყველაზე მეტი დაბადება დაფიქსირდა თბილისში (14 906 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (341 ბავშვი)

დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2017 წელს 2016 წელთან შედარებით 40.6 პროცენტიდან 38.9 პროცენტამდე შემცირდა რიგით პირველი დაბადებულის წილი. მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი 21.3 პროცენტიდან 22.6 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა.

წინა წელთან შედარებით 2017 წელს დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 35.6 პროცენტიდან 32.7 პროცენტამდე შემცირდა. 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის ქალების წილი 61.6 პროცენტიდან 64.6 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო 40 წლის და უფროსი ასაკის დედების წილი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.

რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, 2017 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2016 წელთან შედარებით 5.8 პროცენტით შემცირდა და 47 822 ადამიანი შეადგინა. ისევე როგორც დაბადების შემთხვევაში, 2017 წელს გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში (11 976 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (736 კაცი).

2017 წელს, 512 ჩვილი (1 წლამდე ასაკის ბავშვი) გარდაიცვალა. ამასთან, ჩვილთა მოკვდაობის კოეფიციენტი (1 წლამდე გარდაცვლილთა რაოდენობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) წინა წელთან შედარებით 0.6 პუნქტით გაიზარდა და 9.6 პრომილე შეადგინა. 5 წლამდე გარდაცვლილთა კოეფიციენტი (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 2016 წელთან შედარებით თითქმის უცვლელი დარჩა და 11.1 პრომილე შეადგინა. ბუნებრივი მატება 2017 წლის ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) წინა წელთან შედარებით 5.6 პროცენტით შემცირდა და 5 471 შეადგინა.

2017 წელს ბუნებრივი კლება დაფიქსირდა კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, გურიის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში. ქორწინება 2017 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა 2 წინა წელთან შედარებით 5.6 პროცენტით შემცირდა და 23 684 შეადგინა.

2017 წელს პირველი ქორწინების საშუალო ასაკმა ქალებისთვის 27.4, ხოლო მამაკაცებისთვის 30.2 წელი იყო. განქორწინება 2017 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 10 222 შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.2 პროცენტით გაიზარდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930