24-06-2020
დღეს დილიდან გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავება ინტენსიურად მიმდინარეობს.
ლანჩხუღის მერიის პრესსამსახურის ინფორამციით, სპეციალური ტექნიკის მეშვეობით იწმინდება მუნიციპალური პლაჟი. ადგილზე დაემატა „კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის“ თანამშრომლები, რომლებიც ყოველდღიურად გაიტანენ ნარჩენებს.
სანაპირო ზოლზე ნარჩენებისთვის ურნები განთავსდება.
სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა დაათვალიერა.