25-06-2020
"მეორე ტალღის ცნება ალბათ საქართველოშიღა შემორჩა მხოლოდ. საქართველოში დავამთავრეთ პირველი ტალღა და თუ ხელახლა დაიწყება იქნება მეორე ტალღა, თორემ მსოფლიოში პირველი ტალღა ჯერ კიდევ გრძელდება",- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რადგან კორონავირუსი რესპირაციულ ინფექციად განიხილება, ამიტომ მოსალოდნელია, რომ მეორე ტალღა ოქტომბერ-ნოემბრის შემდეგ დაიწყება. მისი აზრით, მეორე ტალღა პირველზე ძლიერი არ იქნება.
"მეორე ტალღა რაღაც ფორმით იქნება, თუმცა არა ისე ძლიერი, როგორც პირველი და მსოფლიოც, ისევე როგორც საქართველო, მას გაცილებით უფრო მომზადებული დახვდება",- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.