გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარაშვილის ქუჩაზე ხე წაიქცა- არიან დაშავებულები

25-06-2020

თბილისში, თამარაშვილის  ქუჩაზე, ხე წაიქცა. შემთხვევის შედეგად დაზიანდა ავტომობილები და  დაშავდა სამი ადამიანი. დაშავებულები

კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმ ირაკლი რიჟამაძის განცხადებით, პაციენტებს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებათ. მისივე თქმით, სამივე დაშავებულის  ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და რამდენიმე საათში კლინიკიდან გაეწერებიან.
" 112-ის ბრიგადის მიერ შემოყვანილ იქნა სამი პაციენტი. ერთი მამაკაცი, ორი ქალბატონი. სამივეს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება, მამაკაცს კეფის არეში აქვს ნახეთქი ჭრილობა, ერთ-ერთ ქალბატონს ჩივილები არ აქვს, მესამეს კისრის კუნთების დაჭიმულობა აღენიშნება. სამივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რამდენიმე საათიანი დაკვირვების შემდეგ კლინიკიდან გაეწერებიან"- განაცხადა რიჟამაძემ.



თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის გიორგი აბუთიძის განცხადებით, ხის წაქცევის მიზეზს დარგის სპეციალისტები დაადგენენ. მისივე თქმით, ხე შესაძლოა ქარის გამოც წაიქცა.


"საღამოს საათებში თამარაშვილის ქუჩაზე წაიქცა ხე. შედეგად დაზიანდა ავტომობილი. რა გახდა ხის წაქცევის მიზეზი, ამას სპეციალისტები დაადგენენ. თუმცა ხე შესაძლოა ქარის გამოც წაქცეულიყო. ადგილზე  მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები, რათა საავტომობილო გზა გავხსნათ და ავტომობილების გადაადგილება შეუფერხებლად განხორციელდეს"-განაცხადა აბუთიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031