გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს დასრულდება

30-03-2018

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მიმდინარე წლის ეროვნულ გამოცდებზე გასვლის მსურველ აბიტურიენტებს მიმართავს.

უწყება შეახსენებს მათ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია ხვალ დასრულდება.  

„მივმართავთ თითოეულ აბიტურიენტს და ვთხოვთ, რომ კიდევ ერთხელ დეტალურად გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და ინსტრუქციას. აქვე შევახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ძირითადი რეგისტრაცია  30 მარტის 18:00 საათზე დასრულდება. საყურადღებოა, რომ ვინც ვადის ამოწურვამდე არ დარეგისტრირდება, ის 2018 წლის საგამოცდო კონკურსში ვეღარ ჩაერთვება.

გამოცდებისათვის რეგისტრაცია 5 მარტს გამოცხადდა. ძირითად ეტაპზე პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა და ჩასაბარებელი საგნების მითითებაა აუცილებელი.

15 მაისის 18:00 საათამდე შესაძლებელია მითითებული არჩევითი საგნის/საგნების შეცვლა ან დამატება. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აბიტურიენტს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებამდე შეეძლება.

30 მარტის 18:00 საათზე შეწყდება აგრეთვე რეგისტრაცია სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისათვის“- ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით რეგისტრირებულია:

  • 36 000 - მდე აბიტურიენტი ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის;
  • 2 500 - ზე მეტი სტუდენტი საგრანტო კონკურსისათვის;
  • 9 000 - მდე მაგისტრანტობის კანდიდატი;
  • 17 000 - მდე აპლიკანტი მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისათვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930