26-06-2020
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), შეზღუდვა აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ქოშიგორის დასახლების, სოფელი დიღმის, სოფელი ზურგოვანის, ჩალიპირების დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, დაბა წყნეთის(ნაწილობრივ), იმედაძის, უჩანეიშვილის, ჩხენკელის, სადგერის, გორგასლის, მელქაძის, ფარნავაზის გამზირის(ნაწილობრივ), პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, როსტევანის, ოთხი ათასი მესხის, ასმათის და დავარის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 16 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ყაზბეგის გამზირის(ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის(ნაწილობრივ), საირმის გორის, საირმის, ცაგარელის, ბურძგლას, მიცკევიჩის და შმიდტის ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 14 საათამდე ნაკადულის ქუჩის მაცხოვრებლები, 10:30 საათიდან 17 საათამდე ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის მაცხოვრებლები, 11 საათიდან 15 საათამდე ცოტნე დადიანის და ზედაზენის ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 12 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირის(ნაწილობრივ) და ყიფშიძის ქუჩის მაცხოვრებლები, ხოლო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა გლდანის მასივის I მიკრორაიონის მაცხოვრებლები.