26-06-2020
"გრძელდება კორონავირუსის გავრცელების თემის პოლიტიზირების მცდელობები და ამის ფონზე, სინანულს იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა არსებულ პრობლემებზე სოხუმთან და ცხინვლთან დიალოგზე უარს ამბობს", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ყოველგვარი მიზეზის გარეშე ანტირუსულ, ანტიაფხაზურ და ანტიოსურ რიტორიკას აფართოებს, მათ შორის ბორდერიზაციასთან დაკავშირებით.