გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ყაჩაღობაში ბრალდებულებს 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

26-06-2020

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბათუმის რაიონული პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, დიდი ოდენობით და ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. 

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წლის 22 სექტემბერს, ქ. ბათუმში თ.ე.-მ, მ.ე.-მ და ა.ხ.-მ  მოტყუებით, ჯგუფურად შეაღწიეს ო.ყ.-ს საცხოვრებელ ბინაში, თავს დაესხნენ დაზარალებულს, რა დროსაც  სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაეუფლნენ ო.ყ.-ს კუთვნილ თანხას, სხვადასხვა დასახელების ოქროს ნაკეთობებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულს დიდი ოდენობით, 35 000 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

სამართალდამცველებმა თ.ე. და მ.ე. 2019 წლის 25 სექტემბერს ქ.ბათუმში, ხოლო ა.ხ. 2019 წლის 27 ოქტომბერს, ქ. თბილისში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით, ბინაში უკანონო შეღწევით) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930