გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა ხუციშვილი: სასურსათო და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერა ბიზნესს დაუზოგავს როგორც დროის, ისე ფულად რესურსებს

26-06-2020

სასურსათო და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერა ბიზნესს დაუზოგავს როგორც დროის, ისე ფულად რესურსებს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას.

მისი თქმით, კერძო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავდა ცვლილებები საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით, რომელიც შეეხება საქონლის ჩამოწერის პროცედურებს.

„ერთი მხრივ, უქმდება 100 ლარამდე ღირებულების საქონლის ჩამოწერის საფასური, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად მარტივდება თავად ჩამოწერის პროცედურა. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ერთობლივი თანამშრომლობისა, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად შემსუბუქდება საგადასახადო ადმინისტრირების ტვირთი და პრობლემატური საკითხები, რომლებიც ამ სფეროში წლების განმავლობაში არსებობდა, სრულად მოგვარდება,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930