26-06-2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ორივე ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია.
„საქართველოში იყო 917 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა მხოლოდ ორი ახალი შემთხვევა და გვყავს 919. გამოჯანმრთელებულების ციფრი გაიზარდა ოთხით და ამჟამად არის 780. ორი ახალი შემთხვევა ცნობილი წყაროებია, არსებულ დაავადებულებთან კონტაქტები არიან. მთავარია, წყარო ცნობილია, როცა წყარო ცნობილია, ის იმართება“,- განაცხადა ეზუგბაიამ.