26-06-2020
2019 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ან ახალი აშენდა 400-მდე სოფლის ამბულატორია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ სოფლის ამბულატორია არის ჩვენი პირველადი ჯანდაცვის უაღრესად მნიშვნელოვანი რგოლი.
„ეს არიან სოფლის ექიმები, რომლებთანაც ჩვენი მოქალაქე პირველად მიდის. ამ ამბულატორიებს, რომლებსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მომავალ წელს მოხდება მათი აღჭურვა. აქ, რა თქმა უნდა, დიდწილად იქნება გამოყენებული ახალი ინოვაცია, როგორიც არის ტელემედიცინა, მაგრამ პირველად ჯანდაცვა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელშიც იქნება მიმართული ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმების, შემდგომში ყურადღება. ასევე, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ აშენდა 41 ახალი სასწრაფო დახმარების ცენტრი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.