გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: 2020 წლის ბოლოსთვის, 24 საათიანი წყალმომარაგებით საქართველოს 300 000 მოქალაქე ისარგებლებს

26-06-2020

წყალმომარაგება ჩვენი ქვეყნის სტრუქტურული და სისტემური პრობლემაა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის ერთი და ორი წლის დაგროვილი პრობლემა და ვერ მოხდება მისი 2 დღეში და 2 წელიწადში გადაწყვეტა. 2019 წელს დამატებით 70 ათასი ადამიანი უზრუნველყოფილი იყო 24 საათიანი წყლით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე დასრულდება ზუგდიდის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, დაბა აგარის, აბასთუმნის, ქუთაისის მეორე ფაზის, ვალეს, წყალტუბოს, თელავის, სიღნაღის, მარნეულის, გუდაურის, აბაშის წყალმომარაგების პროექტები.

„დასრულდა 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტები ურეკში, მესტიაში, ანაკლიაში, ხობში და კასპში. ასევე, დასრულდა ქუთაისის წყალმომარაგების პროექტის პირველი ფაზა, რომელიც დაახლოებით 90 000 მოქალაქეს ეხება. წლის ბოლომდე დასრულდება ზუგდიდის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, დაბა აგარის, აბასთუმნის, ქუთაისის მეორე ფაზის, ვალეს, წყალტუბოს, თელავის, სიღნაღის, მარნეულის, გუდაურის, აბაშის წყალმომარაგების პროექტები. საერთო ჯამში 2020 წლის ბოლოსთვის საქართველოს 300 000 მოქალაქე ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით. ეს საქართველოს წყალმომარაგების სისტემის 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადაყვანის პრობლემას ვერ აგვარებს, მსგავსი პრობლემის საბოლოოდ მოსაგვარებლად სამუშაოები კიდევ დაახლოებით 3-5 წელია გასატარებელი იმისთვის, რომ ქვეყანაში წყალმომარაგების და წყალარირების სისტემა ელემენტარულ სტანდარტს დაემსგავსოს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ როდესაც ვამბობთ 300 000 ბენეფიციარს ექნება 24 საათიანი წყალი, ძალიან კარგად გვესმის, რომ დარჩენილ ასობით ათასი ბენეფიციარებისთვის წყალია კიდევ მისაყვანი“, განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930