გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იმპულსი, რამაც შეიძლება სწრაფი ეკონომიკური ზრდა მოგვცეს, შესაძლოა იყოს ევროკავშირთან კავშირგაბმულობა შავი ზღვის საშუალებით

26-06-2020

 

შესანიშნავი საკანონმდებლო ჩარჩო, საკანონმდებლო ინფრასტრუქტურა გვაქვს ევროკავშირთან, მაგრამ პრობლემა გვაქვს ტრანსპორტირების, რადგან სახმელეთო საზღვარი არ გვაქვს. პრობლემურია შავი ზღვა, შავი ზღვის საშუალებით კავშირგაბმულობა არის გასაძლიერებელი. საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იმპულსი, რომელმაც შეიძლება სწრაფი ეკონომიკური ზრდა მოგვცეს, ეს შესაძლოა, იყოს შავი ზღვის საშუალებით კავშირგაბმულობის სწრაფად დალაგება ევროკავშირთან. ამან შეიძლება ზრდის ისეთი იმპულსი მისცეს ქვეყნის ეკონომიკას, რომელიც ვერ წარმოგვიდგენია. ბევრი პრობლემაა, მაგრამ ეს ერთ და ორ დღეში ვერ მოგვარდება, ეს არის სამუშაო, ერთ-ერთი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით ვმუშაობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, დეპუტატ დავით სონღულაშვილის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესების ევროპის ბაზარზე გასვლის სტრატეგიას შეეხებოდა.

 

 

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ თვალსაზრისით არის დიდი შესაძლებლობები, თუმცა ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

 

 

 

„ჩვენ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, შეთანხმება გვაძლევს შესანიშნავ სამართლებრივ ჩარჩოს, თუმცა პრობლემები არსებობს. DCFTA ათვისებული, ფაქტობრივად, ქვეყანას ეკონომიკური თვალსაზრისით არ აქვს, განსაკუთრებით, რაც შეეხება საშუალო ბიზნესს, მცირეზე საერთოდ არაფერს ვლაპარაკობ.  აქ არის დიდი შესაძლებლობები, თუმცა ბევრი რამ არის გასაკეთებელი. გარდა ფინანსურ რესურსზე წვდომისა, რასაც აწარმოე საქართველო და სხვა ფორმატები უზრუნველყოფენ, აქ კომპეტენციაც არის, ტექნოლოგიური და კიდევ ბევრი პრობლემაა, ლოგისტიკის, წვდომის პრობლემაცაა,“- განაცხადა პრემიერმა.

 

 

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930