26-06-2020
ჩვენი ყველა ნაბიჯი დღესაც, რა თქმა უნდა, გათვლილია და ძირითადი საფუძველი ეყრდნობა ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას. ეს არ არის ჩვენი ახირება. ეს არის ჩვენი და საერთაშორისო პარტნიორების აბსოლუტურად გააზრებული გეგმა - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას, ქვეყნის შიდა და საგარეო ვალის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.
პრემიერის განმარტებით, ყველა პარამეტრი, მათ შორის, საგარეო ვალიც, შეთანხმებულია სავალუტო ფონდთან.
„ყველა ის პარამეტრი, მათ შორის, საგარეო ვალიც, რომელზეც თქვენ მიანიშნებდით, ეს ყველაფერი სავალუტო ფონდთან არის შეთანხმებული, 40-დან 55 %-მდე გაგვეზარდა, მაგრამ მდგრადად მივდივართ. შიდა ვალი არ არის ისეთი რისკების შემცველი, ჩვენი მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები მომავალში, გრძელვადიანად, ვალის მართვის ნაწილში იქნება გარე ვალის ნელ-ნელა გადმოდინება შიდა ვალის მიმართულებით. ეს უფრო მეტ მდგრადობას შესძენს ჩვენს სისტემას“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.