26-06-2020
20 ივნისი მიღირდა იმად, რომ ამ ქვეყანაში მეოთხედ, მეხუთედ და მეათედ პოლიტიკური წესრიგი პარლამენტში შეჭრით და ძალადობით არ უნდა შეიცვალოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ელენე ხოშტარიას კითხვის - „20 ივნისს არ ახსენებთ და რად გიღირდათ ეს ყველაფერი 20 ივნისის შემდეგ?“ პასუხად განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ძალადობით პარლამენტში შეჭრით პოლიტიკური წყობა არ უნდა შეიცვალოს, არამედ მხოლოდ არჩევნებით.
„ამაზე მარტივ პასუხს გაგცემთ, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანს. 20 ივნისი რად მიღირდა იცით? 20 ივნისი მიღირდა იმად, რომ ამ ქვეყანაში მეოთხედ, მეხუთედ და მეათედ პოლიტიკური წესრიგი პარლამენტში შეჭრით და ძალადობით არ უნდა შეიცვალოს, აი, ამად მიღირდა 20 ივნისი და ამას იმხელა ფასი აქვს, რომელიც თქვენ შეიძლება ვერ წარმოგიდგენიათ, იმიტომ რომ ბევრი თქვენგანი როდესაც ამ ქვეყანაში პოლიტიკური წესრიგი ძალადობრივად იცვლებოდა, ამაში მონაწილეობას იღებდა და ამიტომ უნდა მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, უნდა იყოს პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომ ეს პოლიტიკური ელიტა, ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში შეიცვალოს და არასოდეს აქ კიდევ ძალადობით პარლამენტში შეჭრით პოლიტიკური წყობა არ უნდა შეიცვალოს, უნდა შეიცვალოს მხოლოდ არჩევნებით. ამად მიღირდა 20 ივნისი,“- განაცხადა პრემიერმა.