26-06-2020
2006-2007 წლების გრანტებზე, რომლის ათვისებაც, ამ ვაჟბატონების დროს, ქვეყანამ ვერ მოახერხა, თავდაცვის სამინისტრომ და მთავრობამ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად იმუშავა იმაზე, რომ ეს გრანტები გაგვეცოცხლებინა, ეს გრანტები გაცოცხლდა და იმ ტექნიკის შემდგომი განახლება ქართული ჯარის აღჭურვაში გაგრძელდება,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატ გია გაჩეჩილაძის მიერ ამ თემაზე დასმულ კითხვას.
„ტექნიკას ზუსტად არ დავასახელებ, მაგრამ ამ პროცესის ძირითადი მიზანი იქნება აღჭურვილობის ნაწილში ქართული ჯარის დაახლოება ნატოს სტანდარტებთან“,- აღნიშნა პრემიერმა.