გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე: ჩვენი სამართალდამცავი სისტემა მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანელებთან ამ საქმის გახსნის ფარგლებში

26-06-2020

ჩვენი სამართალდამცავი სისტემა მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანელებთან ამ საქმის გახსნაში. როგორც მოგეხსენებათ აბსოლუტურად მკაფიო განცხადება იყო გაკეთებული და ეს განცხადება არის რა თქმა უნდა აბსოლუტურად ობიექტური. დაველოდებით გამოძიების საბოლოო შედეგებს და აქედან გამომდინარე მივიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას, ზელიმხან ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.

პრემიერმა ოპოზიციას მოუწოდა, ნუ ასწრებენ მოვლენებს და დაელოდონ გამოძიების საბოლოო შედეგებს.

„გაითვალისწინეთ, ხმაც ამოვიღეთ, ამ საქმის გახსნაში პირდაპირაც ჩართულები ვართ და ეს საქმე რომ გაიხსნება, თქვენნაირი სპეკულაციების ნაცვლად, გერმანელები რა განცხადებას გააკეთებენ და ჩვენ რა განცხადებას გავაკეთებთ, მაგაზე მერე ვილაპარაკოთ. ნუ გარბიხართ წინ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930