27-06-2020
გერმანიის ელჩის ჰუბერტ კნირშის შემდეგ, სოფო კილაძის მხარდამჭერი პოსტი, საქართველოში ავსტრიის ელჩმა არად ბენკომ გამოაქვეყნა. დიპლომატი ტვიტერის პირად გვერზე წერს: "დიდი მადლობა დეპუტატ სოფო კილაძეს სწორი შეხედულებებისთვის და კარგი ურთიერთთანამშრომლობისთვის ავსტრია-საქართველოს ორმხრივი საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით. ასევე ადამიანის უფლებების კუთხით მუშაობისთვის. მოხარული ვარ, რომ საქართველოში მან ბავშვის უფლებების განვითარების მიმართულებით დიდი სამუშაო გასწია."
საქართველოში აკრეტიტებულმა დიპლომატებმა სოფო კილაძის მხარდამჭერი პოსტები მას შემდეგ გამოაქვეყნეს, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაეროს ბავშვის უფლებათა დაცვის კომიტეტში სოფო კილაძის კანდიდატურის დაბლოკვა მოითხოვეს.