27-06-2020
"6 წლის წინ საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმება გააფორმეს. პროგრესისა და დაახლოების წლებმა გვაჩვენა, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესს ალტერნატივა არ აქვს“, - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან მე-6 წლისთავს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
პრეზიდენტი წერს, რომ საქართველო მზადაა ევროპულ გზაზე შემდგომი, უფრო კონკრეტული ნაბიჯებისთვის.