გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დანიის პრემიერ-მინისტრის ქორწილი მესამედ გადაიდო

27-06-2020

დანიის პრემიერ-მინისტრმა ფეისბუქით აცნობა საზოგადოებას, რომ შაბათისთვის დანიშნული მისი ქორწილი გადაიდო. 


“მე მოუთმენლად ველოდები ქორწინებას ამ საოცარ ადამიანთან. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ადვილი არაა, ამჯერად სწორედ ივლისის იმ შაბათს, როდესაც ჩვენ ქორწილი გვქონდა დაგეგმილი, ბრიუსელში საბჭოს სხდომა დაინიშნა. ჯანდაბა. მაგრამ მე უნდა შევასრულო ჩემი სამუშაო და დავიცვა დანიის ინტერესები. ამრიგად, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევცვალოთ ჩვენი გეგმები?ყველაზე მთავარი – სიყვარულია ❤️ და მალე ჩვენ შევძლებთ დაქორწინებას. მე მოუთმენლად ველი, რომ ვუთხრა დიახ ბოს (რომელიც, საბედნიეროდ, ძალიან მომთმენია)? ♀️


42 წლის მეტე ფრედერიკსენი 2014 წელს მეუღლესთან განშორების შემდეგ თავის პარტნიორ, ცნობილ დანიელ კინოოპერატორ ბო ტენგბერგთან ერთად ცხოვრობს.


მეტე ფრედერიკსენი უკვე მესამედ უხდება ქორწინების დანიშნული დღის შეცვლა. პირველად მას ქორწილის გადადება 2019 წელს დანიის საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვების გამო მოუწია, ამ წლის დასაწყისში დანიშნულ ქორწილს კი პანდემიის დაწყებამ შეუშალა ხელი.


ipress.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930