27-06-2020
ლა პლატას „ხიმნასიას“ მთავარი მწვრთნელი, ლეგნდარული დიეგო მარადონა ბრაზილიელ ვეტერანს, რონალდინიოს საკუთარ გუნდში იწვევს, – იუწყება El Dia.
„ბარსელონასა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილ ფორვარდს მარადონა ფეხბურთელის კარიერის განახლებას ურჩევს.
რონალდინიო ახლა ორმოცი წლის არის და 2015 წლის შემდეგ კლუბში აღარ უთამაშია.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რონალდინიო პარაგვაის ციხიდან გათავისუფლდა, მარადონამ კი „ხიმნასიასთან“ კონტრაქტი 2021 წლამდე გაახნგრძლივა.