გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის საკრებულოში ისტორიული აბრების გამოფენა გაიმართა

25-12-2017

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის ისტორიული აბრების გამოფენა გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაესწრო.

კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის დიზაინის ერთიანი სტანდარტის შემუშავების მიმართულებითმუშაობადაწყებულია, რომელიც როგორც ქუჩის მანიშნებლებს, ასევე, სხვა დეტალებს მოიცავს.

მისი თქმით, დოკუმენტი უახლოეს პერიოდში შემუშავდება და ქალაქის განვითარება მის საფუძველზე მოხდება.

„დღეს საკრებულოს შენობაში წარმოდგენილია უძველესი ქუჩების მანიშნებლები. როგორც იცით, დამისამართება ჩვენს დედაქალაქში მე-18 საუკუნიდან დაიწყო. ზოგადად, დაწყებული გვაქვს მუშაობა, ქალაქის დიზაინის ერთიანი სტანდარტის შემუშავების მიმართულებით,რომელიც როგორც ქუჩის მანიშნებლებს, ასევე, შუქნიშნებს მოიცავს. ეს ყველა განვითარებულ ქალაქს აქვს და თბილისიც არავის ჩამოუვარდება. არსებობს ბევრი დეტალი, რომელიც ერთიან დიზაინში უნდა მოექცეს.აღნიშნული დოკუმენტი უახლოეს პერიოდში შემუშავდება და ქალაქის განვითარება და კეთილმოწყობა ამ მიმართულებითმოხდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გამოფენაზე მე-19 საუკუნის დასაწყისიდან 2017 წლამდე სამისამართე აბრების ნიმუშებია წარმოდგენილი, რომელთა დიდი ნაწილი თბილისის ისტორიის მუზეუმმა შემოინახა. შედარებით ახალი პერიოდის აბრები კი, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ მოიძია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930